|
2021-02-15 18:27:16, 705 ნახვა
პოლიტიკა
მელია გავრილოვის განცხადებაზე - ეს „ქართული ოცნებისთვის“ რეპრესიების გასაგრძელებლად პირდაპირი დირექტივაა
ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, - ასე ეხმაურება ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, სერგეი გავრილოვი თავისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და ის 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს „ერთი საათის წინ რუსეთის დუმის დეპუტატის გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის ოკუპანტი სახელმწიფოსი ბატონი სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გაომსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივისს მონაწილეთა წინააღმდეგ, მათ დასასჯელად. ბევრი აქ ალბათ სალაპარაკო აღაფერი დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი და როდის თუ არა ახლა, ყველა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რომელ მხარეს დგანან. დგანან გავრილოვების მხარეს, თუ დგანან ანწუხელიძის, მერაბ კოსტავების, შარტავების, გამსახურდიების და ეროვული ღირსების მხარეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)