23:54 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 16:55:56, 616 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ ხელი მოაწერეს ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას.

შეთანხმებამ ჩაანაცვლა მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი და განსაზღვრა პარტნიორობის ახალი მიმართულებები.

უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია საზღვრის მართვა, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

აღნიშნული ხორციელდება ინფორმაციისა და ანალიტიკური პროდუქტების გაცვლის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავებთან ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის გზით. Frontex-თან თანამშრომლობის ასევე მნიშნელოვანი კომპონენტია სამართალდამცველთა გადამზადება და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელება.

„მიხარია, რომ დღეს ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგი სცდება ორ ორგანიზაციას შორის არსებულ ურთიერთობას და მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ათ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2008 წელს, Frontex-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა პირველი სამუშაო შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს ახალი ჩარჩო დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, კოორდინირებული ძალისხმევის გზით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთო გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“, - განაცხადა მან.

ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების გენერალური დირექტორატის (DG HOME) ხელმძღვანელმა, მონიკ ფარიამ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩეი პოპოვსკიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics