|
2021-02-08 18:45:36, 674 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - წულუკიანისგან მორიგი ბოღმა განცხადება მოვისმინეთ, სტრასბურგის გაწყვეტილებაში წინა ხელისუფლებამ ლომის წვლილი შეიტანა
„გასაკვირი არ არის ქალბატონი წულუკიანის მორიგი ბოღმა განცხადება ისეთ საკითხზე, რომელიც პირიქით ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, თეა წულუკიანის განცხადებას. მისი თქმით, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა როგორც წინა ხელისუფლებამ, ისე ამჟამინდელმა. „გასაკვირი არ არის ქალბატონი წულუკიანის მორიგი ბოღმა განცხადება ისეთ საკითხზე, რომელიც პირიქით ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელზეც ყველა უნდა შევეცადოთ, რომ პოზიტიური კომენტარი დავაფიქსიროთ და რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეხლა იმის გარკვევა, ვისი დამსახურება უფრო მეტად იყო და ამის მიწერა თავის თავზე, არის უბრალოდ იაფი პოლიტიკანის საქციელი, რაც ყველაზე კარგი დახასიათებაა, რომელიც ქალბატონ წულუკიანს შეიძლება მივცეთ. კიდევ ერთხელ, ეს საქმე თავის დროზე იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად ლომის წვლილი იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იყო მხოლოდ წინა ხელისუფლების დამსახურება. ყველა ამ ადამიანის დამსახურებაა და ყველას მადლობა ეკუთვნის, რომელმაც თავისი აგური დადო ამ დიდ გამარჯვებაზე. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მარტო თვითონ მიისაკუთრონ, როგორც მინიმუმ ვერ ხვდებიან რამდენამდ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ქვეყნის გასაერთიანებლად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)