|
2021-02-05 12:14:37, 541 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება არის ხელების გადაგრეხვის პრინციპი, რათა ოპოზიცია დააშინონ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება არის ხელების გადაგრეხვის პრინციპი, რათა ოპოზიცია დააშინონ და ვინმე პარლამენტში შეიყვანონ. „მსგავსი აბსურდული განცხადება ძალიან იშვიათად მომისმენია ამ პროკურატურისგანაც კი. რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული რამდენიმე მიზეზთან. პირველი მიზეზი ეს არის უშუალოდ ის რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და გრძელდება ყველა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას ბიძინა ივანიშვილი რეჟიმისთვის. წინაღობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არის დაბრკოლება სწორედ ბიძინა ივანიშივლისთვის იმიტომ რომ ესენი ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დევნა განხორციელდება, მაშინ ამ ადამიანების შეჩერება შეიძლება. ეს ემსახურება პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას ხელების გადაგრეხვის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს, რომ ოპოზიცია დააშინოს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)