12:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 10:49:26, 611 ნახვა

პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილებას იჩერებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი უფლებამოსილებას იჩერებს. ამის შესახებ დვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დვალის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო მიიღო. კერძოდ, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” დირექტორი სულხან ქობულაძე მას  ცემაში ადანაშაულებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დავით დვალის თქმით, უფლებამოსილებას სწორედ, გამოძიების დასრულებამდე იჩერებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დავით დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.

შეგახსენებთ, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” დირექტორმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დვალთან დაპირისპირება “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია, რომელშიც მან საკრებულოს თავმჯდომარე  ყვარყვარიზმის მიმდევრად მოიხსენია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics