|
2021-02-04 15:30:36, 574 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - თუ ვიტყვი, რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შემოდის გვამია, ნიკა გვარამია აწკავწკავდება
„თუ ვიტყვი, რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შემოდის გვამია, ნიკა გვარამია აწკავწკავდება“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ შედეგიანია, რადგან მას შემდეგ ბატონი ნიკა გვარამია წკავწკავებს. თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შემოვიდა გვამია და მე თუ ვიტყვი, რომ გვამები ესენი კი არა, არამედ ისინი არიან, ვინც არ შემოდის პარლამენტში, აწკავწკავდება ნიკა გვარამია და ამას მიუძღვნის სიუჟეტს. თუ სალომე ზურაბიშვილზე ნიკა გვარამია იტყვის უხამს სიტყვებს ეს შეიძლება მაგრამ თუ მე ამისთვის გავკიცხავ ნიკა გვარამია კვლავ აწკავწკავდება და იტყვის რომ ეს დაუშვებელია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)