21:48 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 13:01:49, 694 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურ კლასტერს საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურ კლასტერს საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის უარმა საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე, საზოგადოების დიდ ნაწილს ეჭვები გაუჩინა.

„მე მგონია, რომ საერთოდ კომისიის შექმნის ძალიან ეშინიათ. არ ვიცი ვისი სიტყვები მოვიშველიო, „გირჩელებმა“ თქვეს ეს პირველად თუ მეორედ არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ოპოზიციურიად განწყობილი, საკმაოდ ეჭვებშია იმის გამო, თუ რატომ არ შეიძლება უნდოდეს კომისიაში მონაწილეობა ოპოზიციურ კლასტერს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics