21:48 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 12:43:44, 649 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიზებული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად დახვეწოს საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრას ის მცირე ხარვეზიც კი, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო. ჩვენ როგორც მმართველი პარტია კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე გადასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეპსისის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას. დამოუკიდებლად იმისა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის მანდატს თუ არა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics