|
2015-10-04 16:55:55, 787 ნახვა
საზოგადოება
ქართველი სამხედროები რაგბის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „არმია“ რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. ქართველმა სამხედრო რაგბისტებმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე „რაფ ჰალტონი“ პირველი ვარჯიში უკვე გამართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები 8 ოქტომბერს „რაფ ჰალტონზე“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისთის ემზადებიან. შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის მსოფლიო რაგბის ტურნირი წელს მეორედ იმართება. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გამარჯვებისთვის 9 ქვეყნის 12 გუნდს შორის იბრძოლებს. პირველ ეტაპზე ქართველი სამხედრო რაგბისტები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდის გარდა, დიდი ბრიტანეთისა და ტონგას ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილეოთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაგბის ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება სოფელ ნოქალაქევში გაიარა. ნაკრები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებიდან სპორტული მიღწევებით გამორჩეული სამხედროებით არის დაკომპლექტებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)