|
2021-02-03 18:38:49, 592 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავამ ესტონეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ესტონეთის ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა განიხილეს საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ მჭიდრო პოლიტიკური ორმხრივი და ეკონომიკური კოოპერაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები სასურველია, უფრო მეტად განვითარდეს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი კომპანიების დაფუძნების გზით. პირველ რიგში, საუბარია ორმხრივ ვაჭრობაზე და თანამშრომლობაზე ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოსა და ესტონეთის გამოცდილება კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ყურადღება გამახვილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე პოსტკოვიდურ პერიოდში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)