|
2021-02-03 17:11:24, 704 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ოცნებისთვის“ საგამოძიებო კომისია არის ალიბი, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღოს
„ „ოცნებისთვის“ საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა,სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, რადგან კარგად ახსოვს საზოგადოებას როგორ ექცეოდა ქართული ოცნება პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ კომისიას. „სირცხვილია, როდესაც ქართული ოცნება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, ის ქართული ოცნება, რომელიც ამ პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ საგამოძიებო კომისიას როგორ ექცეოდა ძალიან კარგად ვიცით და ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით. ამიტომ, მათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რომ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია შიგნით და ეს ამბავი არ გამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში შეგვიძლია შესვლა, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა თემებზე“, - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)