|
2021-02-02 14:17:30, 564 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა
ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, იმაზე უსაბრეთ პარლამენტში, - ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქეებს საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს რიტორიკული კითხვით მიმართა, „თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?" „თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინოთ. მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ, 577 20 12 12 იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს, ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)