|
2021-02-02 11:04:17, 581 ნახვა
პოლიტიკა
არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, თუმცა თავაწეული შემოვედი - ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მივიდა
არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, თუმცა მეც და ლევან იოსელიანიც, პარლამენტში თავაწეულები შემოვედით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მისულმა განაცხადა. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევა. „არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, იცით რაც გამოვიართე, მეც და ლევან იოსელიანმაც, თუმცა ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით აქ, იმიტომ რომ 4 პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით არის გათავისუფლებული და ბოლოს, მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკებების შედეგად გამოვიდა ბოლო 2 ადამიანი და ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივაა და პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ ამ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)