|
2021-02-01 12:58:05, 562 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა
პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ცნობილი გახდება ოპოზიციის საბოლოო პოზიცია. "პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. ეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც გარკვეული საკითხების გადაფასება. ისინი მზად არიან გარკვეული საკითხები ხვალამდე გადააფასონ, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენც ვიტოვებთ უფლებას ამ საკითხზე ვიმსჯელოთ გუნდში. ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინმსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს დამოკიდებული იქნება მათ პოზიციაზე. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)