|
2021-01-29 18:18:40, 869 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტი, რომელსაც „მოქალაქეებმა“და „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერეს ხელი, მკვდრადშობილია
„ორი ადამიანის დამატება, პარლამენტს ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძე ამბობს, დოკუმენტი, რომელსაც „მოქალაქეები“და „ქართული ოცნება“ აწერს ხელს, მკვდრადშობილია. „საერთო ოპოზიციურ გეგმებში ეს ნაბიჯი ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იმ პრინციპულ საკითხებზე, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ დააყენა მოთხოვნების განმავლობაში. ძალიან ცუდია, ჩემი აზრით, და ვწუხვარ ამ გადაწყვეტილებაზე, რაც ამ ადამიანებმა მიირეს, მაგრამ ორი ადამიანის დამატება პარლამენტში ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს თვითონ პარლამენტს, რომელიც ერთფრაქციული სახით წარმოგვიდგება. თვითონ დოკუმენტი ნახევრად მკვდრადშობილია“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)