03:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 10:49:50, 667 ნახვა

მსოფლიო
„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ალექსეი ნავალნის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ალექსეი ნავალნის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას.

შეშფოთებულები ვართ რუსეთში, 23 იანვარს ათასობით მშვიდობიანი მომიტინგისა და ჟურნალისტის დაკავების გამო და მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები. დაუშვებელია პოლიციური ძალების მიერ შეხედულების გამოხატვის გამო, პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა. ეს მოვლენები წარმოადგენს რუსეთში ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის უწყვეტ ნიმუშს.

G7- ის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნავალნი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს, შეასრულოს თავისი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics