16:21 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 15:39:02, 701 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიცია ერთიანი არასდროს ყოფილა

ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც ხაზარაძე-ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციაში არსებული უთანხმოება ძალიან კარგად ჩანს, რადგან მათი აზრები დღესაც გაყოფილია.

„ოპოზიცია, რაც არ უნდა ეჩვენებინათ თავი, ეს იქნებოდა „ფანჩატური“, თუ სხვა შეხვედრები, არასდროს არ ყოფილა ერთიანი, იყო კონკრეტული მიზნით შეკრებილი და ძალიან კარგად ჩანს უთანხმოება, მათ შორის, უკვე დღეს, როდესაც მათი აზრები იყოფა.

არ მიკვირს, რომ ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ეთანხმება სხვების განცხადებებს, როდესაც ისინი ლანძღავენ და ცდილობენ მაქსიმალურად დაამცირონ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები საქართველოში, ან პირდაპირ უტევენ ამ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ბევრის უკმაყოფილება იქნება, რადგან მათი თანხმობის გარეშე კეთდება ასეთი განცხადებები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, გუშინ, 19 იანვარს „ღამის კურიერის“ ეთერში პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics