23:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 16:25:10, 708 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - ნავალნის მეფე კლავდა და ღმერთმა გადაარჩინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ. პირველის“ ეთერში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ ისაუბრა.

როგორც ის აცხადებს, ნავალნი არის ადამიანი, რომელსაც მეფე კლავდა და ღმერთმა გადაარჩინა. მისი თქმით, ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებით ხელისუფლებას სილა გააწნა.

„ნავალნი არის ადამიანი, რომელსაც მეფე კლავდა და ღმერთმა გადაარჩინა. მან იმოგზაურა მიღმურ სამყაროში პრაქტიკულად და ჩვენ ვნახეთ, რომ იღბალმა და გერმანელმა ექიმებმა გადაარჩინეს. ამიტომ დღევანდელი დაბრუნება შეიძლება არც ყოფილიყო აუცილებელი რადგან მას გარედანაც შეეძლო საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონოდა. იმის გამო რომ შენ მეფე გკლავს და არ კვდები, უკვე ძლიერ პოლიტიკოსად გიყურებს ხალხი და როდესაც დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო,ეს რუსეთისთვის ხელის გაწვნასა და ხელთათმანის სროლას ნიშნავს“, - განაცხადა უგულავამ „ტვ. პირველთან".





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics