|
2021-01-17 13:29:26, 737 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - თებერვლიდან რეგულაციების მოხსნას ან შემსუბუქებას ცალსახად ვემხრობი
„თებერვლიდან რეგულაციების მოხსნას ან შემსუბუქებას ცალსახად ვემხრობი“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება უნდა მოხდეს. „სტაბილიზაცია აშკარად არის. იყო დღეში 4-5 ათასამდე შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება გაიზარდა, ახლა შემთხვევების რაოდენობა არის 1000-მდე. ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, კლინიკური სექტორი არც თუ ისე სახუმარო რაოდენობას, დღეში 1200 ახალ ავადმყოფს უმკლავდება ისე, რომ მოსახლეობას არავითარი დისკომფორტი არ ექმნება. მე ცალსახად ვემხრობი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას ან შემსუბუქებას. მთლიანი მოხსნა ალბათ არ მოხერხდება, ოღონდ იმ პირობით, თუ პარალელურად მოხდება მოქმედ რეგულაციებზე, პირბადე, სოციალური დისტანცია თუ სხვა, მათზე კონტროლის გამკაცრება...“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)