|
2021-01-15 11:06:51, 548 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ვაქცინაციაზე აბსურდული ჭორები ისმის, საქართველოში შემოვა ხარისხიანი და ავტორიზებული ვაქცინა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით ისმის ბევრი აბსურდული ჭორი. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანაში შემოვა ხარისხიანი და ავტორიზებული ვაქცინა. „ვაქცინაციასთან ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, ვერც ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია, დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია და ეს კომისია ისახავს მიზნად რამდენიმე ამოცანას, მოაგვაროს ყველა ლოგისტიკური საკითხი, ასევე მოამზადოს ყველაფერი, რომ ქვეყანა იყოს მზად დაიწყოს ვაქცინაცია, მეორე ეს არის წინასწარ განისაზღვროს ჯგუფები, რომლებიც პრიორიტეტულად უნდა აიცრან და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ხარისხიანი და ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ „კოვაქს პლატფორმით“, არამედ სხვა საშუალებებითაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)