10:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 17:17:00, 1330 ნახვა

რეგიონი
სოფელ ბუკნარში სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული.

სოფლის ცენტრში საპოლიციო ძალები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მუსლიმმა თემმა აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, მუსლიმი თემისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან სამლოცველოს მოწყობის მოწინააღმდეგებიც.

სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ასლან ბერიძე უკვე ჩავიდა. როგორც მან აღნიშნა, სოფელში ლოცვა გაგრძელდება და ეს ხელს არავის შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის აშენებას ითხოვენ, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. გუშინ, გვიან ღამით დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. შედეგად ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე ერთი პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics