14:27 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 15:57:40, 967 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ ანგრევს საგამოძიებო კომისიის იდეას, როდესაც საკუთარ ქმედებას ოპოზიციის გარეშე იძიებს

მაშინ, როდესაც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და „ქართული ოცნება“ საკუთარ ქმედებას იძიებს, ეს ანგრევს საგამოძიებო კომისიის იდეას, - ამის შესახებ „პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნამდე პარლამენტში ოპოზიციის შეყვანაა აუცილებელი.

„საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მე არანაირი პრეტენზია არა მაქვს, თუ ის არის შედგენილი წესიერად და მას რაიმე შინაარსი ექნება. მაშინ, როდესაც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და შენ თვითონ „ქართული ოცნება“ საკუთარ ქმედებას იძიებ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, ეს უბრალოდ ანგრევს საგამოძიებო კომისიის იდეას თავიდან ბოლომდე. ჯერ ნდობაა მოსაპოვებელი, პარლამენტში ოპოზიციაა შესაყვანი და შემდეგ იქ ერთობლივად „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეიძლება კომისიაც შექმნას და სხვანაირადაც იმსჯელოს არჩევნებზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics