14:25 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 14:32:11, 655 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს მოუწევს წასვლა, მაგრამ ისე არა, რომ ფორმალურად „შნირებს“ გადააბაროს ხელისუფლება

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს წასვლა, ოღონდ არა ისე, რომ ფორმალურად თავის „შნირებს“ გადააბაროს ხელისუფლება.

სააკაშვილს აინტერესებს, რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ „მართლაც ბრიყვმა“ (ბიძინა ივანიშვილმა) საქართველოს მოსახლეობა სულელად.

„გავეცანი ივანიშვილი ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს  ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების უნარი. რამდენჯერ უნდა დაგვცინოს. ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმ რეალობამ, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რელობა საქართველოში, რომელსაც უნდა შევეგუოთ. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მას საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმვალობაში. სიღარიბე არის იმის მიზეზი, რომ მან ქვეყანა დააპაუზა.

მას მოუწევს წასვლა, ოღონდ წასვლა ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემს „შნირებს“ გადავაბარე ხელისუფლება. ყველამ იცის, რომ ის მართავს პროკურორებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს სუს-ის მეშვეობით, რომლებსაც ყოველთვიურად უხდის ხელფასს“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics