19:34 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-10 15:51:57, 989 ნახვა

მსოფლიო
11 იანვარს კრემლში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

11 იანვარს კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია, კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ვლადიმერ პუტინის ინიციატივით იმართება.

„დაგეგმილია აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების შესრულებისა და რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების, აგრეთვე სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებს“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics