10:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 16:19:17, 941 ნახვა

რეგიონი
ხანძარი ზუგდიდში - მინდორში ბალახის დაწვამ შეიძლება საცხოვრებელ სახლებზე ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დავითიანსა და ნარაზენში ხანძარია.

ინფორმაციას „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უდასტურებს.

მათი ინფორმაციით, მინდორში ბალახის დაწვამ შეიძლება საცხოვრებელ სახლებზე ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.

ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics