|
2020-12-29 18:26:12, 576 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია
„კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოივანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიმართვა. „ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ და ისეთი პროექტები, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება, ნიშნავს ეკონომიკური ზრდის მძლავრ სივრცესა და პლატფორმას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეპოქალური მნიშვნელობის პროექტებთან ერთად, გასულ წლებში ჩვენ დავაფინანსეთ შიდა გზების მშენებლობის პროექტები, მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა წლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისად, ამ კუთხით ხარჯებს ვერ შევზღუდავთ", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მიმდინარე ხარჯებში თანხების შემცირების რესურსებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მიმდინარე ხარჯების მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა, მისი თქმით, ამ კუთხით შესაძლებელია ეფექტურობის გაზრდა. „მაგალითად, ოპონენტები გვეუბნებიან - „თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ“. არადა საჯარო სექტორში დაბალი ხელფასებია და ვერ პასუხობს 21-ე საუკუნის სტანდარტებს და ეფექტური ბიუროკრატიის გამოწვევებს. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ, საინტერესო, მაღალკვალიფიციურ კადრებს საჯარო სექტორში, თუ არ იქნება შესაბამისი ანაზღაურება. არ ვამბობ, რომ არ შეიძლება თანხების დაზოგვა, მაგრამ ეს დანაზოგი ისევ საჯარო სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს. გამომდინარე აქედან, ეს ვერ გახდება ჩვენი ფისკალური კონსოლიდაციის წყარო თუმცა, გიდასტურებთ, რომ აუცილებლად გასაკეთებელია. შესაბამისად, დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად აუცილებელია თამამი ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე და ესაა ფისკალური რისკების სწორად მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და საგადასახადო შემოსავლების ზრდა, სადაც ახალი ტექნოლოგიებსა და და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)