03:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 12:20:38, 892 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე, შესაძლოა შემთხვევებმა მოიმატოს

ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი,  სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაშვებული ვაჭრობის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის დიდად გაზრდას არ ელოდება.

„ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გვაქვს, სამწუხაროდ პირადად ნახვის საშუალება არ გვქონია, მაგრამ დიდ მოლებში წესები კარგად არის დაცული. აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და ამას მე მგონი ჩვენი შეფასება არ სჭირდება. ყველას ხედავს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში როგორი იყო სიტუაცია, ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩემმა კლინიცისტმა კოლეგებმა, რომლებსაც ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური, მყიფეა. ამიტომ არ მგონია, რომ მაღაზიების გახსნამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვს.

ყველაზე უფრო მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად, დაახლოებით 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს“, - აღნიშნა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics