11:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 14:56:17, 602 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მერს საკრებულოსთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

,, ჩვენ გვაქვს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელშიც მაქსიმალურად არის ასახული მოსახლეობის საჭიროებები და შეძლებისდაგვარად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ქედის მერიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა საკრებულოს შენიშვნები და ბიუჯეტის ოპტიმალური ვარიანტი წარმოადგინა“, - აღნიშნა შუქრი თურმანიძემ.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინა. პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იქნება უფრო მოქნილი როგორც სოციალური პროგრამების კუთხით, ასევე მმართველობის ფორმით. დაემატა 3 ახალი სოციალური პროგრამა; 2021 წელს პირველად, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, ხალხის მიერ არჩეული 5 პროექტი განხორციელდება; 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, ტურიზმი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მოქალაქეთა მონაწილეობა ზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნებულია www.keda.ge #ხალხისხმათვითმმართველობაში!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics