|
2015-09-30 10:54:03, 544 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველოში სამართლის უზენაესობა მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება
საქართველოში სამართლის უზენაესობა მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების მთავარ მიღწევად ბიზნესის თავისუფლებას მიიჩნევს. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით გატარებულ რეფორმებსაც შეეხო. „ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ტრასფორმაცია, რომლის მიზანი დემოკრატიული, სამართლის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაა. ჩვენ განუხრელად მივყვებით დასავლური ინტეგრაციის გზას, ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა. კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას როგორც სტაბილურს და პოზიტიურს. სამართლის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება. ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე. ვთვლი, რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, სწორედ ეს გახლავთ. ამასთან სასამართლო სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)