10:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 15:37:45, 694 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - პოლიტიკურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ არ ახდენს არჩევნების ლეგიტიმაციას, ორ ან სამ ადამიანზე ლაპარაკი არ არის

პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ახდენს არჩევნების ლეგიტიმაციას, ორ ან სამ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა მყარი პოზიცია.

„ერთ, ორ ან სამ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი. ეს ამბავი უკვე გაფორმდა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა მყარი პოზიცია, რადგან მთელი პოლიტიკური სპექტრის დელეგიტიმაცია სახიფათოა დემოკრატიისთვის არამარტო დღეს და ხვალ, არამედ გრძელვადიან პერიოდში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics