|
2020-12-21 10:43:48, 446 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებების მობილიზება
„საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარებებით დაფინანსდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ჩვენი თანამემამულეების საჭიროებები, დახმარება გაეწია ბიზნესს, ასევე თანხის გარკვეული ნაწილი წავიდა ეროვნული ბანკის რეზერვებში. წელს, ინტერვენციების სახით, 850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა ბაზარს, რათა ლარის კურსის შედარებითი სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. „სერიოზული განაცხადია, ისიც რომ წელს , პანდემიის პირობებში სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეამცირეს საქართველოს რეიტინგი. მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წინ რთული წელი გველოდება. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით იქნება არ იქნება ადვილი წელი, მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია. დღეს წინა ხაზზე გამოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს სერიოზული მუშაობა მოუწევს ყველა მიმართულებით. დღეს მოვისმენთ რამდენად მზად არიან მინისტრობის კანდიდატები ამ კუთხით. კითხვები მექნება კომიტეტის პროფილიდან გამომდინარე. როგორც იცით წინ გველოდება 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)