|
2020-12-19 09:51:33, 665 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - 2020 რთული წელი იყო, მიუხედავად კოვიდ19-ის გამოწვევისა, აშშ-საქართევლოს პარტნიორობა გაღრმავდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. როგორც კელი დეგნანი აცხადებს, 2020 წელი იყო რთული, თუმცა მიუხედავად კოვიდ19-ის გამოწვევისა, აშშ-საქართველოს პარტნიორობა, მთელ რიგ სფეროებში, უფრო გაღრმავდა. „2020 წელს, კორონავირუსის გამოწვევის მიუხედავად, აშშ-ის საელჩომ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავება ანვაგრძეთ მთელ რიგ სფეროებში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ წარმატებული, და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად დაკავშირებულია ევროატლანტიკური ერების ოჯახს. კერძოდ, აშშ-ის პროფესიონალთა გუნდი საქართველოში ჩვენ მეგობრებთან ერთად მუშაობდა კორონავირუსის საპაასუხო ნაბიჯებსა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯოებესებაზე, ასევე სამართალიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობაზე, სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის სტიმულირებაზე, რაც შექმნის ქვეყანაში კარ სამუშაო ადგილებს და მეტ ინვესტიციებს მოიტანს, ასევე ჩვენ ვიმუშავეთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაზე და პასუხისმგებელი მედიის, განათლების და კულუტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერაზე. აღნიშნული პრობლემების მიღმა, აშშ-საქართველოს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენი ხალხი. ჩვენ ერთად ამ და მრავალი სხვა პროგრამის დახმარებით, ქართველები და ამერიკელები, ჩვენი ორი ქვეყნისა და ამ რეგიონებისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან. 2020 იყო რთული წელი, თუმცა მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა, ჩვენ გავაძლიერებთ პარტნიორობას და ერთად, რეალურ პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)