|
2015-09-29 11:41:08, 629 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი მედიაციის თემაზე საერთაშოისო კონფერენციას დაესწრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე პრაღაში გამართულ ევროპის პრობაციის კონფედერაციისა (CEP) და ჩეხეთის პრობაციისა და მედიაციის სერვისის (PMS) ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში სისხლის სამართლის მედიაციის სასწავლო კურსის შემუშავებაში. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყანაში მედიაციის არსებულ პრაქტიკას, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც დაეხმარება დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს ახალი პროგრამების შემუშავებაში. როგორც ცნობილია, საქართველოში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. პროგრამის მენეჯმენტს 2012 წლიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მედიაცია აღდგენითი მართლმსაჯულების უმთავრესი ინსტრუმენტია. მისი მიზანია მხარეებს მიეცეთ საკუთარი აზრებისა და გრძნობების ღიად და გულწრფელად გამოხატვის საშუალება და, ამის შედეგად, გარკვეული შეთანხმების მიღწევა. აღდგენითი მართლმსაჯულება ხელს უწყობს სამართალდამარღვევს გაიაზროს მის მიერ ჩადენილი ქმედება და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე. მედიაციის ინსტიტუციური განვითარების მიზანია, სრულწლოვანი სამართლადამრღვევისა და დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული პროგრამების შექმნაც. საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა, რათა დაინერგოს სრულწლოვანთა მედიაციის პროგრამები გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პარალელურად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)