|
2020-12-17 22:53:54, 601 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ტურისტული ბიზნესის დასახმარებლად მთავრობამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო
პანდემიის გამო განსაკუთრებულად დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მათი საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს იმის მიუხედავად, რამდენად დროულად გადაიხდიან თავიანთ წილ კონტრიბუციას. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" შევიტანეთ კიდევ ერთი დაზუსტება, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროები და მათთან გვქონდა შეხვედრა, მაგრამ ვაკეთებთ მთლიანად ტურისტული ინდუსტრიისთვის. კერძოდ, დღემდე ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება მათ ერიცხებოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც საბრუნავი საშუალებები შეზღუდული აქვთ და ზოგს საერთოდ არ აქვს შემოსავალი. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით და სუბსიდია მათ ჩაერიცხებათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დროულად გადაიხადეს თანამონაწილეობის წილი," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)