|
2020-12-17 22:49:20, 532 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი დარგები დაემატა, სადაც საწარმოს შესაქმნელად ქონების გადაცემა იქნება შესაძლებელი
პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი დარგები დაემატა, სადაც საწარმოს შესაქმნელად ქონების გადაცემა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ცვლილება შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" - გაფართოვდა იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა. იცით, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში, ერთ ლარად გადავცემთ გარკვეულ ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ - განსაკუთრებით ეს პრაქტიკა არის რეგონებში, აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. შესაბამისად, უკვე გვაქვს დარგების ფართო ჩამონათვალი, დაინტერესებული ინვესტორი მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით ინვესტიციისა და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ, მას ეს მიწა გადაეცემა," - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, დამატებულ დარგებს შორისაა სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, რადგან აქ დასაქმების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, ასევე ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარებისა და ჩარხების წარმოება, ლოგისტიკური სერვისი და საწყობები, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები და სხვ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)