10:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 17:08:11, 575 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდებთ ოპოზიციას, შემობრძანდნენ პარლამენტში და ჩაერთონ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში

მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის განხილვის პროცესებში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება.

„ამნისტია ეს არის ჰუმანური აქტი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ქმედებებთან მინართებაში, რომ მოხდეს კონკრეტულ ქმედებებზე ამნისტირება. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პირებს შეიძლება მოეხსნათ პასუხისმგებლობა კონკრეტული ქმედებებისთვის, შეუმსუბუქდეთ სასჯელი, ან გააუმქმდეთ სასჯელი. ეს ამნისტია არის ჰუმანური აქტი, რომელსაც ცივილიზებული და ჰუმანური ქვეყნები მიმართავენ, ამ ამნისტიის ძირითადი პირინციპები ეფუძნება იმას, რომ ეს ვრცელდება არაძალდობრივ ქმედებებზე. მისი მიზანია შეიმსუბუქოს ადამიანებს შესაბამისი ქმედებების საშიშროების გათვალისწინებით მათი უფლებრივი მდგომარეობა. ეს არ შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, ისეთი კატეგორიის დანაშაულებს, რომლებიც არის მომეტებული საზოგადოებისათის საშიშროების მქონე, არ შეეხება არც ოჯახურ დანაშაულებს და არც მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და საზოგადოებისათვის საშიშრეების შემცველ დანაშაულებებს, არამედ შეეხება არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება.

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის განხილვის პროცესებში. თუკი ექნებათ უფრო საინტერესო შემოთავაზება, კარი ღიაა, მობრძანდნენ და დააფიქსირონ. ოპოზოციას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილობა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხში. ჩვენ დავარეგისტრირეთ ქვეყნის სტარეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, თუ ისინი ნამდვილად პროდასავლელები არიან და ჩვენი ქვეყნის განვითარება სურთ, მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ წვილი ამ დოკუმენტის საბოლოოდ დადგენილებად ქცევაში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics