|
2020-12-15 16:00:19, 590 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სასურველია ივანიშვილის რეჟიმი შეეგუოს იმას, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, სასურველია ივანიშვილმა სწრაფად გაიაზროს, რომ არსებული სიტუაციის შენარჩუნება შეუძლებელია და საზოგადოება არ შეეგუება არჩევნების გაყალბებასა და ამ უფლების გაუქმებას. „სასურველია, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად მოეგოს გონს და მანამ სანამ იურიდიულად გართულდება მერე პარლამენტთან დაკავშირებული პროცესები, მანამდე შეეგუოს იმას, რომ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ აპირებს შეგუებას იმასთან, რომ არჩევნების გაუქმება მოხდეს და წამოვა მოლაპარაკებებზე ვადამდელ, ახალ, ნორმალურ არჩევნებზე, ამისკენ სავალ გზაზე. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ და რომც რაღაც მომენტში ივანიშვილის გუნდმა და რეჟიმმა გადაწყვიტოს, რომ მოლაპარაკებებს არ აგრძელებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, მოუწევს დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა ბოკერიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)