04:57 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 14:43:18, 623 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - „ევროპული საქართველო“, რომელიც სინამდვილეში „ბნელი საქართველოა“, პირველივე დღიდან ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას

ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში ბნელი საქართველოა, პირველივე დღიდან ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ბოკერიას პარტია მას ხელს არ აწერს.

„რასაც ოპოზიცია მთელი ერთი თვე ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, ამ ოთხივე საკითხზე პრინციპში შეთანხმებული ვართ. რა ხდება ახლა? ბოკერიასა და უგულავას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს! ხომ არის შეთანხმება, მას ხელი უნდა მოაწერო, ხელმოწერისა და პირობების შესრულების შემდეგ პარლამენტში შეხვიდე, მაგრამ აქ ხდება ყველაზე უცნაური ამბავი, რომ ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში მავნებელი და ბნელი საქართველო არის, პირველივე დღიდან ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics