|
2020-12-09 14:18:18, 589 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - ალეკო ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გამო გახდა
„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გამო გახდა. ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა ის არ აზუსტებს მსგავსი შეთავაზების შემდეგ შევა თუ არა პარლამენტში. „ალეკო ელისაშვილი განცხადების შესახებ, რომ გავიგე და მანამდე ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა ის, რომ სიტყვაზე პირველად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ ოპოზიციის შიგნით რა მოსაზრებები გააჩნიათ პარტიებს. ალეკო ელისაშვილი გახდა თავდასხმის ობიექტი დღეს იმის გამო, რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდოდა ის, რის გამოც მოხდა 20 ივნისი, ეს იყო სრულიად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. კამათი იყო იმაზე არსებობს თუ არა ერთადერთი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები, თუ არსებობს ამის საპირწონე მოთხოვნა, რომელიც ძალაუფლების დათმობასთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)