03:54 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 13:39:56, 591 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ელისაშვილის პარლამენტში შესვლა, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელისაშვილის პარლამენტში შესვლა, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს.

მანვე აღნიშნა, რომ ელისაშვილის პარლამენტში შესვლა ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, არამედ ხაზს გაუსვამს.

„საბაბს ეძებს. ჩვენ მისთვის არასოდეს დაგვიბრალებია რამე, მან იკადრა ადრეც და ახლაც. ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი კი არ იყო რომ ვინმე სამარცხვინოდ მოქცეულიყო და მერე იმისთვის ტალახი გვესროლა, ან იქამდე ან მერე, არამედ სასურველი იყო, რომ ელისაშვილიც რასაც წარმოაგდენს ესეთი ადამიანიც კი, რადგან ოპოზიციაშია ფორმალურად მაინც, აქ ყოფილიყო ერთიანობა. ეძებს საბაბს ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით.

ამ საბაბით ელისაშვილის ფიგურის პარლამენტში შესვლა ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს. მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი. ამ ვითარებაში ამ ტიპის საბაბის ელისაშვილის ნაირი ფიგურის შესვლა, ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics