11:04 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 09:47:37, 1169 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი - კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომები ზამთრის გადასატანად საკმარისი არ იქნება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ზამთრის გადასალახად საკმარისი არ იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 გამოცემის ცნობით, როგორც მერკელი აღნიშნავს, ქვეყანაში ზომების გამკაცრებაა საჭირო.

„სიტუაცია ძალზე სერიოზული ხდება: ეს ზომები არ იქნება საკმარისი ზამთრის გასატანად“, - განაცხადა მერკელმა თანაპარტიელებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. მსუბუქი ლოქდაუნი ამოქმედდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 200 006 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გარდაცვლილთა რიცხვი 19 539-ს შეადგენს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics