03:50 - 09 Aug, 2026
|
2020-12-07 17:03:37, 607 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება არ იგეგმება
განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა არ იგეგმება. „განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირეთ და ეს არ შეიცვლება, განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს და ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათ არჩევანი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)