|
2015-09-28 10:18:10, 616 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
შსს-ს აკადემიაში დოკუმენტების მეორადი ინსპექტირებისა და ექსპერტიზის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო გამტარი პუნქტების თანამშრომლები იღებდნენ. სწავლება პროექტ- "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში" ფარგლებში,ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. ტრენინგს ორგანიზებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უწევდა. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ლექციები ნიდერლანდების სამეფოდან მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაუტარეს. ტრენინგის მიზანი იყო ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენა და მეორადი ინსპექტირების კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლის კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ რიჩმონდმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ სერტიფიკატები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)