|
2020-12-06 13:52:27, 538 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება ერთხელ უკვე ჩატარებული არჩევნების ხელმეორედ ჩატარება, აქ წითელი ხაზია გავლებული
„არ შეიძლება ერთხელ უკვე ჩატარებული არჩევნების ხელმეორედ ჩატარება, აქ წითელი ხაზია გავლებული და შეთანხმება ამ ხაზზე ვერ გაივლის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული ეჭვები არ ყოფილა და შესაბამისად მისი ხელმეორედ ჩატარების საკითხიც არ განიხილება. ამასთან სარჯველაძე აცხადებს, რომ მოხარულია ოპოზიცია-მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკებების გამო და იმედი აქვს, რომ ეს შედეგის მომცემი აღმოჩნდება. “უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ უშუალოდ დეტალებს და პირობებს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვის საგანი იყოს იმაზე მეტს ვერ ვისაუბრებთ, რაც ისედაც ცხადია, მაგრამ მე მახარებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მხრიდანაც გაისმის მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით ხმები, ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ შედეგი დამდგარიყო, თუმცა იქ სადაც წითელი ხაზია გავლებული, რომელიც ხელმეორედ არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, ვფიქრობთ რომ ეს წარმოუდგენელია და ამაზე შეთანხმების ხაზი ვერ გაივლის. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია, ხელმეორედ ადამიანებისთვის კითხვა თუ რა არის მათი არჩევანი, რადგან ერთხელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე საფუძვლიანი ეჭვი და გაუგებრობა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ განსახილველი სხვა საკითხები უნდა იყოს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის რომ საერთო კონსენსუსამდე მივიდეთ, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და იმედი მაქვს ოპოზოცია უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება მათი ზოგადი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)