02:48 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 17:29:31, 566 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - კრიზისის განმუხტვის გეგმა წერილობით გადავეცით ელჩებს და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“

კრიზისის განმუხტვის გეგმა წერილობით გადავეცით ელჩებს და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური პასუხის მიღებამდე ელჩებთან შეხვედრის დეტალებს არ გაასაჯაროებენ.

„დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეჯერებული პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა დეტალურად. ჩვენი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, დეტალურად, წერილობით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ როგორც ფასილიტატორებმა, ეს მიაწოდონ ოფიციალურად „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე დოკუმენტირებულ, ოფიციალურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics