|
2020-12-04 15:09:04, 547 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციაში შიდა დუღილია
ჯერჯერობით არ ვიცით, უკავშრდება თუ არა პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს, მაგრამ არის შიდა დუღული, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი მამუკა მდინარაძე პარტია "გირჩის" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს საღი აზრი და ისინი გადაწყვეტილებას სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ. „ჯერჯერობით არ ვიცით, უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი. ამას ყველა ვგრძნობთ და ყველა ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების და განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფატია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველანი ერთად სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)