05:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 10:03:31, 1279 ნახვა

სამხედრო
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ (2A36) გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა.

დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის ერთი 152 მმ 2A65 მსტის ბატარეამ და 152 მმ 2A36 გიაცინტის ოცეულმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალურ დონეზე შეფასება მოხდა, რაც მესამე, დასკვნითი ფაზით, საბრძოლო სროლებით დასრულდა.  წვრთნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. დასკვნით ფაზას ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დაესწრო.

წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში ოცეულის დონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და უზრუნველყოფა, დამოუკიდებლად ოპერატიული გარემოში გადაწყვეტილებების მიღება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics