|
2020-11-27 12:45:23, 578 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობამ ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კერძო სექტორში დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა როდენობის შემცირება, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა, რეალურად ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ პარტიულ აქტივს და არ ქმნიან რაიმე დოვლათს. „ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ დაზარალდება კერძო სექტორი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი. ბუნებრივია, რა ოდენობით განისაზღვრება ხელფასი, ეს სხვა დისკუსიის საგანია, მაგრამ მაშინ, როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ზოგადად ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა პრობლემა, რა თქმა უნდა, ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს, პირველ რიგში, თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ. ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, პარტიული აქტივი, დასაქმებულია სიპ-ებსა და აიპ-ებში, სწორედ იქ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, მათ შორის ხელფასების შემცირება, მათ შორის დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება, იმ უბრალო მიზეიზს გამო, რომ ის ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან და რეალურად დასაქმებულებიც არ არიან, უბრალოდ იღებენ ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილ ფულს“, - განაცხადა კაპანაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)