|
2020-11-24 12:44:47, 609 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ პარლამენტის ბოიკოტის გარდა სხვა გზა არ დაგვიტოვა
ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. უდუმაშვილი ევროპარლამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებასაც ეკისრება. „განცხადებებში, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთხელ მოვისმინეთ, საუბარი იყო იმაზეც, რომ ოპოზიციას უნდა მისცემოდა საშუალება, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა იმ საჩივრების მეშვეობით, რომლის განხილვაც არ მოხდა. პრაქტიკულად, ყველა სამართლებრივი გზა დაგვიკეტეს იმისთვის, რომ თანამოქალაქეების ხმებისთვის გვებრძოლა. ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დიახ, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. მათ შორის უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენ არც ერთი წინადადება არ მოგვისმენია, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს პასუხისმგებლობის გამოვლენისა და აუცილებელი კომპრომისის მოძებნისაკენ მოუწოდეს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)