19:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 11:34:40, 1044 ნახვა

ომი უკრაინაში
„ბომონდი“-ს კოვიდცენტრს კორონავირუსით ინფიცირებული 6 ფეხმძიმე პაციენტი დაემატა

„ბომონდი“-ს კოვიდცენტში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ფეხმძიმე პაციენტი შეიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კლინიკაში ამ დროისთვის 41 ორსული და მელოგინე მკურნალობს.

„დღეის მდგომარეობით, 135 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში. სასიხარულოა, რომ კლინიკაში ახალი კორონავირუსული ინფექცია 400-მა პაციენტმა დაამარცხა. დღეს კიდევ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ველოდებით. 41 ორსული და მელოგინე გვყავს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში 6 ორსული დაგვემატა სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან. კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა მძიმე პაციენტმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა.  პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იყო გულზე ნაოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი“, - განაცხადა „ ბომონდი”-ს კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics